12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 17:19:56, 2049 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

 ნაძალადევის რაიონში, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საყვირის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, სადაც 182 ოჯახი ცხოვრობს, სადარბაზოები მოწესრიგდა.

2017 წელს, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს კეთილმოწყობის მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სულ 257 პროექტი განხორციელდა.

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 475 სადარბაზოში შესრულდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს და კიბეებს, გამოიცვალა წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელი და წყალსაწრეტი მილები, დამონტაჟდა მეტალის კარები და სენსორული განათება, გარდა ამისა, ჯამში 50 083 კვადრატულ მეტრ ფართობზე კორპუსის სახურავები შეიცვალა.

გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 794 421 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსება 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. 

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics