10:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 12:45:34, 1838 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ყველას ვუსურვებ, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ რწმენაში გავერთიანებულიყავით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს:

„ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და უფრო მეტ სიყვარულს. მინდა, მოგილოცოთ 2018 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი.

პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

მინდა, ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრებიდან მე-40 შობა და დაბადებიდან 85 წელი, რომელიც ორიოდე დღის წინ შეუსრულდა.

წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს - ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს. ასე, რომ ბევრი კარგი თარიღია.

მინდა, მთელს საქართველოს ვუსურვო ბედნიერება, ოჯახებს - კეთილდღეობა, სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში - საქართველოს წინსვლა. ყველას გილოცავთ!





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics