09:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 15:41:19, 2000 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქს თოდუას სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს  თოდუას სამედიცინო ცენტრში პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, გამოკვლევის პასუხები დამაკმაყოფილებელია და უწმინდესი თავს კარგად გრძნობს.

„გამოკვლევებზე ვიყავით, გეგმიური გამოკვლევები ცოტა წინ გადმოვწიეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგი მონაცემებია. თვითონაც თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევისთვის მისულები ვიყავით და წამოვედით, უკვე სახლში ბრძანდება. თვითონ გაცილებით კარგად გრძნობს თავს. მსუბუქი მკურნალობა გრძელდება ბრონქიტის გამო და დანარჩენი ყველაფერი დამაკმაყოფილებელია. ძალიან დადებითი დინამიკაა, მკვეთრად გამოხატული“, - განაცხადა შარტავამ.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics