2018-01-04 14:39:19, 2102 ნახვა
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო.
დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვდა.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, საქმეში ჩართვის შესახებ დოკუმენტებს ხელი გუშინ მოაწერა, თუმცა ამ ეტაპისთვის ის საქმის მასალებს არ გაცნობია.
"ადვოკატთან გავაფორმე ხელშეკრულება. ბუნებრივია მას აქვს გარკვეული კითხვები და ამაზე ვიმსჯელეთ. კონკრეტულად თუ რას ვაპირებთ, ადვოკატის თხოვნით ამაზე ჯერ არ ვისაუბრებთ. როდესაც ჩნდება ეჭვები, როდესაც საქმე ჭიანურდება ეს ყველაფერი იწვევს გარკვეულ უნდობლობას. შემდეგ დაზარალებული საკუთარი ძალებით მტკიცებულებების მოპოვებას იწყებს", - განაცხადა დამოუკიდებელმა ექპერტმა.
ავტორი: ,