04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 17:04:09, 407 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირთან ინტენსიური თანამშრომლობით დაგეგმილ შედეგებს მივაღწევთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე უცხოელმა ჟურნალისტმა გიორგი მარგველაშვილს ვიზა ლიბერალიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

 მარგველაშვილის თქმით, ევროკავშირთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დადებით შედეგებს აუცილებლად მიაღწევენ.

"საქართველო ამ თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ, ვიზალიბერალიზაციაზე აქტიურად ვმუშაობთ.საქართველოს პარლამენტმა ძალიან ბევრი იმუშავა ამ კუთხით და ამაზე პოზიტიური მოხსენებაც დაიწერა.ყველა საკითხი, რომელიც ნახსენებია ამ მოხსენებაში, საქართველოსთვის საინტერესო სამოქმედო გეგმაა.ვაპირებთ, აქტიურად დავიწყოთ მუშაობა ამ მომხსენებაში გამოკვეთილი მიმართულებების თვალსაზრისით.ახლა ევროპელ პარტნიორებთან იდეების გაცვლის ინტენსიური რეჟიმი გვაქვს. ასევე დატვირთული სამუშაო დღის წესრიგი და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ მიზანს უახლოეს მომავალში მივაღწევთ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics