|
2017-12-31 15:34:47, 5005 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსმა ოკუპანტებმა ცოცხალ სხეულზე გაავლეს მავთულხლართი და დროებით გაჭრეს ჩვენი ქვეყანა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს და ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და საქართველოს გაერთიანება უსურვა. "მინდა, რომ აქედან მოგილოცოთ ახალი წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. აქ, რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს ეს მავთულხლართი და გაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით.როცა ჩამოვდივარ აქ, ყოველთვის მომავლის იმედის და იმის განცდა მეუფლება, რომ ეს მავთულხლართი აუცილებლად იქნება აღებული. იქნება აღებული მშვიდობით, ჩვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებით. ვულოცავ დათა პაპას, ადამიანს, რომელიც ესე გმირულად აგრძელებს მავთულხლართს იქით თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დათა ვანიშვილს სიმბოლურ საჩუქრად იმ ფოტოების ალბომი გადასცა, სადაც ასახულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთის საგუშაგოზე, პოლიციელებსაც მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)