|
2017-12-29 20:37:46, 908 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში საახალწლო კონცერტს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო. საახალწლო განწყობა ბულვარის კოლონადებთან ბათუმელმა შემსრულებლებმა გიორგი ბერიძემ, ირაკლი გოგიტიძემ და ადგილობრივმა ბენდებმა შექმნეს. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან, ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო ტკბილეული. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი ახალ წელს პირველად ხვდება საზეიმოდ მორთული და თანამედროვე სტილის ნაძვის ხით. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და „ბამბუკების ხეივანი", დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. რაც შეეხება ევროპის მოედანს, ის დღეს, 21:00 საათზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს უმასპინძლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)