06:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 13:33:09, 3026 ნახვა

საზოგადოება
სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

წყალსადენი ქსელი შაქარაშვილის, გეხტმანის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას,  ჭანდრისა და არჩილ მეფის ქუჩებზე, დაახლოებით, 7200 მეტრზე  დამონტაჟდა. ასევე, მარკო პოლოს ქუჩაზე 2104 კმ-ის სიგრძის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად, 330-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics