2015-05-11 13:14:04, 369 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 23% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ არასამთავრობოებს აქვთ საშუალება, მთავრობის საქმიანობა აკონტროლონ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის 2015 წლის აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, თავისუფლად იმუშაონ და გააკონტროლონ მთავრობის საქმიანობა, 37% ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, 12% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 4% საერთოდ არ ეთანხმება, 24%-მა არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან