2015-05-11 13:13:10, 358 ნახვა
საზოგადოება
NDI : გამოკითხულთა უმრავლესობის ოჯახის შემოსავალი 261–400 ლარს შეადგენს
NDI –ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 14% აცხადებს, რომ გასულ თვეს მისი ოჯახის შემოსავალმა 150 ლარამდე შეადგინა. 19%–ის თქმით 151–260 ლარი, 24%–ის ოჯახის შემოსავალი 261–400 ლარი იყო, 19% –ის 401–800 ლარი, 7% –ის კი, 801 – 1200 ლარი. 3%–ის ოჯახის შემოსავალმა წინა თვეს 1201–1600 ლარი შეადინა, 2%–ის შემოსავალი კი, 1600 ლარს აღემატებოდა.
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 2%–ის ოჯახს შემოსავალი არ აქვს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან