|
2017-12-27 16:24:44, 3777 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვა ვერ იწყება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. სხდომა სამ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე ვერ იწყება. საქმე იმაშია, რომ კომიტეტის აპარატის წარმომადგენელის ინფორმაციით, 7 დეპუტატი ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ეს დეპუტატები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი. აღნიშნული დეპუტატები უშუალოდ კომიტეტის წევრები არიან და მათი დასწრების გარეშე კვორუმი ვერ შედგება. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)