|
2017-12-27 15:31:05, 3457 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ ორი ახალი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა
პარლამენტის ბიურომ საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით 2 ფარქციის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა. ფრაქციებს - "ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" და "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" ერქმევა. ფრაქცია "ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" 11 წევრისგან შედგება და მას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის წევრები იქნებიან: ირაკლი ხახუბია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე. ფრაქციის "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე კი ბიძინა გეგიძე იქნება. ფრაქციაში ჯამში 7 დეპუტატი შედის: ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი. ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)