04:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 12:06:26, 2267 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი რეგიონებში მოგზაურობას და მოსახლეობასთან სპონტანურ შეხვედრებს გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი დიალოგის წლად გამოაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი ხალხთან დიალოგი იყოს.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დაუგეგმავ შეხვედრებს პირადადაც გამართავს. მან რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც დააანონსა.

„2017 წლის განმავლობაში იყო არაერთი გამოწვევა, არაერთი წუთი და დღე გამოვიარეთ, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და მივაღწევთ წარმატებებსაც. 2018 წელი გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის, არამედ ის იქნება ღია, ძალიან გულრწფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების მოსმენა, მათი პრობლემების მოსმენა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics