02:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 12:34:16, 344 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 50%-სთვის მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზრდება

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთს საქართველოზე გარკვეული გავლენა აქვს.

30% თვლის, რომ რუსეთს საქართველოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, 11% მიიჩნევს, რომ რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა საქართველოზე, 8%-მა კი, არ იცის.

კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდოს, გამოკითხულთა 50%-მა უპასუხა, რომ მოსალოდნელია, 14% თვლის, რომ არ არის მოსალოდნელი, 5% თვლის, რომ სრულიად მოსალოდნელია, 2%-ს აზრით, საერთოდ არ არის მოსალოდნელი, გამოკითხულთა 29%-მა კი, არ იცის.

გამოკითხულთა 80%-დან, ვინც თვლის, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა აქვს, 76%-ის აზრით, ეს გავლენა უარყოფითი იქნება, 12%-ის აზრით დადებითი, ასევე 12%-მა არ იცის, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics