04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 15:14:42, 1749 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლი“ „ეკოს“ მომხმარებლების და კორპორაციული პარტნიორების სახელზე, ბორჯომში ნაძვის ხეებს დარგავს

„ვისოლი“ საახალწლო აქციის ფარგლებში 26 დეკემბერს „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურზე მოსული ყოველი მომხმარებლის და კომპანიის კორპორაციული პარტნიორების სახელზე ბორჯომის ტყე-პარკში ნაძვის ხეებს დარგავს და ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და ახლახანს ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარს.

„„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ტრადიციული კორპორაციული საახალწლო საჩუქრის ნაცვლად, რომელიც ყოველთვის პრაქტიკული და ყველაზე საჭირო ნივთებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში, რადგან ახლა, ჩვენი აზრით, ყველაზე საჭირო ერთიანი ძალისხმევაა უნიკალური რეკრეაციული ზონის ხელახლა შესაქმნელად. ჩვენ ერთხელ უკვე ჩავერთეთ აქციაში „აღადგინე“ და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით განვახორციელებთ საახალწლო აქციასაც. „ვისოლის“ კორპორაციული პარტნიორების გარდა, გვსურს ამ ინიციატივაში „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურის მომხმარებლებიც ჩავრთოთ, რადგან, ვფიქრობთ,  ეკოლოგიაზე ზრუნვა მათთან საერთო ღირებულებაა“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის - ევრო 6-ის საწვავის რეალიზაციის გარდა, 2007 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიურად უსაფრთხო შეკუმშული გაზის შეთავაზებას, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მოიცავს. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics