2015-05-11 12:27:10, 374 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა, ვინც უცხოურ მედიას უყურებს, ინფორმაციას რუსეთის პირველი არხიდან იღებს
NDI –ის კვლევის თანახმად, გამოკითხული 87% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს. 20%–ისთვის ინფორმაციის მიღების მეორე წყარო ინტერნეტია.
ამასთან, კითხვაზე ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ უცხოურ სატელევიზიო არხებზე, გამოკითხული მოსახლების 80% უარს აცხადებს, 20% კი –დიახ.
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებიც უცხოურ სატელევიზიო არხებს უყურებს, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხისგან იღებს. 30% „ერ–ტე–ერი“–სგან, 18% – რასია 1, 16% – რენ TV, 15% – „სი–ენ–ენ“, 14%– „ევრონიუსი“, 6% – „ბი–ბი–სი უორლდ ნიუსს“ ასახელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან