|
2017-12-26 12:49:37, 2170 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - საქართველო, იმის მაგივრად, რომ მეზობლებთან ურთიერთობა დაარეგულიროს, ნატო-ს მოსკოვის შეკავებაში ეხმარება
ოფიციალური მოსკოვი წუხს, რომ თბილისი ნატო-ს სტრატეგიაში, რომელიც რუსეთის "შეკავებას" გულისხმობს, აქტიურად არის ჩართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა განმარტა, თბილისის აღნიშნული ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს. "ბუნებრივია, რომ ასეთ კონტექსტში ამერიკის და ნატო-ს სხვა წევრების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით, რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დასანანია, რომ თბილისი ნატო-ს სტრატეგიაში, რომელიც რუსეთის შეკავებას გულისხმობს, ასე აქტიურად არის ჩართული, იმის მაგივრად, რომ მეზობლებთან ურთიერთობები დაარეგულიროს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "დღეს საიმედოდ არის დაცული, იმისგან, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღარ განმეორდეს".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)