01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 20:18:53, 2459 ნახვა

საზოგადოება
ბუკიას ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბუკიას ბაღში  წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო. 

„საბურთალოზე, ბუკიას ბაღში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ჩვენ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე შევქმენით. გარემოც და განწყობაც სადღესასწაულოა და მინდა საბურთალოელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“, ნინი ბადურაშვილმა და სალომე ბაკურაძემ  მიიღეს.  დღის განმავლობაში, საკონცერტო ნომრები საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებმა და სხვადასხვა კერძო სტუდიების მოსწავლეებმა შეასრულეს. 

პატარებისთვის მოეწყო სპორტული სივრცე. ბავშვების გართობაზე კი, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და ფიფქია ზრუნავდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics