|
2017-12-25 19:25:48, 2391 ნახვა
პოლიტიკა
სერჟ სარგსიანი: ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას გაწონასწორებული უნდა ვიყოთ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია მიაწოდა. სარგსიანის თქმით, სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოებას. სარგსიანმა ხაზი გაუსვა საქართველო-სომხეთის მშვიდობიან პოლიტიკას. მან ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც: „პრეზიდენთან განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ ერთი აზრისანი ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და გულწრფელად ვამბობ, ყველა მოლაპარაკების დროს ძალისხმევას არ ვიშურებთ, მივიღოთ ისეთი დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს და ვფიქრობთ, როგორც ქართული, ისე სომხური მხრიდან ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. ჩვენ ღმად დაინტერესებული ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრე“,-განაცხადა სერჟ სარგსიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)