|
2017-12-25 18:50:03, 2316 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში სერჟ სარგსიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას. სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ:საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ფინანსთამინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზფხალაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე დაპრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტისუფროსი სოფიკო ჯაჯანაშვილი. დღესვე საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოურიმედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)