2015-05-11 11:35:33, 367 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა 31%–ის მოსაზრებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ განახორციელებდა
NDI–ის მიერ გამოკითხულთა 31% –ის მოსაზრებით საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ განახორციელებდა. 22% მოსაზრებას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიცია მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებას განახორციელებდა, ნაწილობრივ არ ეთანხმება. 4% სრულიად ეთანხმება,19% კი, ნაწილობრივ. გამოკითხულთა 24%-მა კი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან