04:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 17:41:20, 1843 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა რიტა სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

სომხეთის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები.

სასახლეშივე გაკეთდება ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებები.

სერჟ სარგსიანი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ვინაიდან საქართველოსა და სომხეთს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვთ და შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში განიხილება სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენებმა ისარგებლონ ურთიერთ ტერიტორიების გამოყენებით სავაჭრო სფეროში, ვინაიდან ჩვენ ვთავაზობთ სომეხ ბიზნესმენებს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია, შექმნან პროდუქცია და გაიტანონ დაუბეგრავად ის ევროკავშირის ბაზარზე DCFTA ფარგლებში.

ანალოგიურად, ჩვენი სომეხი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართველებს ასევე შეუძლიათ წარმატებით ინვესტირება და შექმნილი პროდუქციის სომხეთიდან ევრაზიულ სავაჭრო სივრცეში გატანა.

სულ უფრო მზარდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყოველი წელი კიდევ უფრო მეტად დინამიური და მნიშვნელოვანია, რომ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდეს და ცხადია, საქართველო დარჩეს ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ქვეყნად სომეხი ტურისტებისთვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics