05:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 15:00:06, 1764 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: გვაქვს ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია, როგორ უწევს ზვიად რატიანი წინააღმდეგობას პოლიციელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს პოეტ ზვიად რატიანის შეჩერების საკმარისი საფუძველი ჰქონდათ.

როგორც მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რატიანი ნასვამი მდგომარეობაში იმყოფებოდა და საეჭვოდ იქცეოდა.

„ამ ეტაპზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ის პოლიციის თანამშრომლებმა ბანკომატთან შეაჩერეს, რადგან მიიჩნიეს საეჭვოდ. თუ ისევ კანონის  მოთხოვნებს ნაბიჯ–ნაბიჯ გავყვებით, ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ბოლო პერიოდში, თუ გავითვალისწინებთ იმ დანაშაულის ფაქტებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდებოდა, რის გამოც გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის განხორციელება, დამეთანხმებით, რომ საკმარისი საფუძველი ბატონი ზვიად რატიანის შეჩერებისა არსებობდა. რაც შეეხება, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები – ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, რომელზეც დეტალურად არის ასახული, როგორ უწევს ზვიად რატიანი წინააღმდეგობას პოლიციის თანამშრომლებს.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics