17:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 12:46:49, 2283 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

დიდი ბრიტანეთის  დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

„მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელიც  საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა. 

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის  ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics