01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-24 12:06:58, 1864 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში 34  საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო  და აღიჭურვა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ სოფლებში მუჟავაში, ეწერში, ობუჯსა და ჯგალში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მათი საჭიროებების შესაბამისად, აღიჭურვა, მოეწყო ღია სათამაშო მოედნები,  საძინებლები, სამზარეულოები და სხვ. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

სოციალური ინვესტიციის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელ მუჟავაში, რომელიც საზღვრისპირა ზოლში მდებარეობს.

საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებდნენ.

მთელი საქართველოს მასშტაბით,  დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში,  48 სოციალური პროექტი დაუფინანსდათ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics