17:15 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 18:48:44, 2403 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი ესპანეთის პრემიერს შეხვედრას სთავაზობს

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ესპანეთის პრემიერს შეხვედრას და დიალოგს  სთავაზობს.

როგორც მან აღნიშნაა,“ახლა პოლიტიკის დროა, პოლიტიკა კი დიალოგის გარეშე შეუძლებელია”.

პუჩდემონის განცხადებით, შეხვედრა წინაპირობების გარეშე ევროპის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში უნდა შედგეს და ამით ურთიერთობებში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. 

მან დღეს ევროკომისიის პრეზიდენტსაც მიმართა: „მე არ ვთხოვ კომისიას პოზიციის შეცვლას, მე ვთხოვ მოსმენას და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია”,– განაცხა პუჩდემონმა.

შეგახსენებთ, გუშინ კატალონიაში  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.  წინასწარი მონაცემების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე პარტია კატალონიის რეგიონალურ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს.

გამოკითხვის თანახმად, არჩევნებს პარტია Ciudadanos (მოქალაქეები) იგებს, რომელიც 34-37 ადგილს მიიღებს. თუმცა, დამოუკიდებლობის მომხრე ძალები ERC, Junts per Catalunya და CUP-ი 67-დან 71 ადგილს მიიღებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics