|
2017-12-22 01:57:53, 4032 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტს ნდობა 103-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 17-მა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ გიორგი კვირიკაშვილია. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია: შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი; ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე; კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი. პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა. განხილვების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)