|
2017-12-22 00:38:00, 2906 ნახვა
პოლიტიკა
ნიკი ჰეილი საქართველოს მადლობას უხდის
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც გაერო-ს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. ქვეყნებში ჩამონათვალში, რომელსაც ჰეილიმ მადლობა გადაუხადა, საქართველოც არის. "ჩვენ ვაფასებთ ამ ქვეყნებს, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უპასუხისმგებლო გზაზს არ დაადგნენ", - წერს ჰეილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღოს. საქართველოს დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)