|
2017-12-21 23:49:53, 2569 ნახვა
პოლიტიკა
„ყველაფერს აკეთებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება“ - ხმაური პარლამენტში (ვიდეო)
პარლამენტში „ნაციონალური მორაობის“ წევრის ნიკა მელიას გამოსვლას ხმაური მოჰყვა. მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა და მმართველი გუნდი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა. „ვფიქრობდით, აქვს კი აზრი თქვენ მოგმართოთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ თქვენმა პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა იკადრა. მაგრამ გუშინდელი დღე არაფერია დღევანდელთან შედარებით, მთელმა ქართული ოცნების“ გუნდმა, პრემიერის თამადობით მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მხარი კი არ აუბით, უბრალოდ წაახალისეთ ძალადობა და ახალი ბიძგი მიეცით დაპირისპირებას ამ ქვეყანაში. ქალბატონი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ღირსება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის უნდა დაიცვას მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, ქალბატონო ეკა, შეგახსენებთ, 10 მკვლელიდან 8 იძახის, ღირსება დავიცავი და იმიტომ ჩავიდინე მკვლელობაო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რომ მოუწონებს საქციელს პრემიერ-მინისტრს, რომელიც შორს არის საღი აზრისგან, დიახაც, მიანიშნებს იმაზე, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ქვეყანაში იქნება უმძიმესი. თქვენ სათავე დაუდეთ ახალ დაპირისპირებას და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. თქვენს ადგილზე დავწერდი განცხადებას და წავიდოდი, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებთ რას დაუდეთ სათავე. ხვალინდელი და ზეგინდელი დღე შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს“, - განაცხადა მელიამ. მისმა გამოსვლამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. ხმაურის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. ამასთან, მან მელიას გამოსვლას მორიგი პროვოკაცია უწოდა. ამ დროისთვის რიგგარეშე სესია გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)