04:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 20:42:01, 2358 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

„ქალთა მიმართ ძალადობა, არის უმძიმესი პრობლემა, ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ქალთა მიმართ ძალადობა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით და ასევე, კულტურული, მენტალური პრობლემაა.

კვირიკაშვილი მომხრეა, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი მაქსიმალურად გამკაცრდეს.

„რაღაცებით მოგვაქვს თავი და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თანაც ძალიან სასტიკი ფორმით. უბედურება ხდება ქვეყანაში ამ მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული, მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებების დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ვერ მივიღეთ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, ის რაც ხდება ამ მიმართულებით და მე მომხრე ვიქნები და პირადად მხარს დავუჭერთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, რომ არ გვქონდეს ეს ძალიან დრამატული სურათი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics