04:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 18:06:09, 2062 ნახვა

პოლიტიკა
თბილისი მომავალ წელს „OGP"-ის გლობალურ ფორუმს უმასპინძლებს

გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო სესიაზე იუსტიციის სამინისტროს,  როგორც OGP-ის პროცესის წამმართველი უწყების როლზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, OGP მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს საშუალება აქვს, წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები რეფორმიების სფეროში და გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური ფორუმი 2018 წელს საქართველოში ჩატარდება

,,ღია მმართველობა" ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს განხორციელებული რეფორმები და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მიიღოს საუკეთესო გამოცდილების შესახებ რჩევები საერთაშორისო პარტნიორებისგან. ჩვენ, საფრანგეთის პრეზიდენტისგან გადმოვიბარეთ ესტაფეტა 2018 წელს ვგეგმავთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ ღია მმართველობის გლობალური ფორუმი. იუსტიციის სამინისტრო არის წამყვანი სამინისტრო ამ მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა.

 საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics