15:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 10:51:39, 2433 ნახვა

მსოფლიო
დღეს კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

კატალონიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა სააგიტაციო მიტინგები გამართეს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, რეგიონის დამოუკიდებლობისა და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველთა რიცხვი თითქმის თანაბარია. ექსპერტების პროგნოზით, ეს პროცესი შეიძლება ისე გაჭიანურდეს, რომ მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნებამდეც მივიდეს.

არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერის და ამჟამად ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონის პარტია. ასევე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ორიოლხუნკერასის პოლიტიკური ძალა. ფავორიტად პარტია „ მოქალაქეების“ ლიდერი ინეს არიმადისი ითვლება. მეორე ადგილზეა კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, რეგიონში 13 ათასი პოლიცილია მობილიზებული.

უსაფრთხოებას დაიცავენ რეგიონული პოლიციის ძალები და ესპანეთის ეროვნული პოლიცია. ესპანეთის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს გამართავს. “მომხრე ვარ დიალოგის, მაგრამ არა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. კატალონია არის ესპანეთი და კატალონია არის ევროპა“, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა, მარიანო რახოიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 27 ოქტომბერს დაუჭირა.

2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა. რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics