21:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 10:45:27, 1763 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო “ჭკვიანი გემო“ წნორში გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ ქალაქ წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გახსნა.

სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა, საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში  გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 39 ათასი ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა.

სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ ქალაქ წნორში ორ სივრცეს აერთიანებს - საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, რომელიც აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. ამასთან, დაფინანსებული თანხით შეძენილ იქნა ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც გაიმართა პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს - პერიოდულად მოეწყობა როგორც შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ზღაპრების კითხვის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. გაიმართება, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს შემოსავალი წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობებში ჩართვას  და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

 

(R) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics