|
2017-12-20 23:31:26, 1727 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას
„ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას მომხდარ ინციდენტს. „ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვერ წავწევთ წინ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება შეასრულა და ეს მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარია პოზიტიური დღის წესრიგი. „ჩვენ არჩევნების წინ წარვდექით კონკრეტული დაპირებებით ამომრჩევლის წინაშე, მათ შორის იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ: არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ეს დაპირება, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგა დეპუტატებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, დღეს ვერ გამოავლინეს. თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი კიდევ ერთხელ მთავრობის მიერ, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან იმ გეგმებზე, რომლებიც აქვს დასახული მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)