|
2017-12-20 19:44:15, 5329 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე, სადაც მთავრობის წევრობის კანდიდატები ფრაქციის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ნიკა მელიამ კვირიკაშვილს მიმართა: „გულით კარგი კაცი ბრძანდებით, არც პროფესიონალი ხართ, არც კვალიფიკაცია გაქვთ“. „ნუ უზრდელობთ, ღირსება იქონიეთ“, - უპასუხა პრემიერობის კანდიდატმა ნიკა მელიას. „ნუ უზრდელობთ კიარა ქვეყანა რა მდგომარეობაში ჩააგდეთ, ბედავთ და ხმას იღებთ. უნამუსო ხართ. თქვენ ხართ ფორმალური პრემიერი და ივანიშვილმა თქვენი შემცვლელი უკვე მოძებნა. სკოლაში ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს, რადგან თქვენ ხართ უუნარო“, - განუცხადა მელიამ კვირიკაშვილს. მელიას რეპლიკებს კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ მთავრობის წევრობის კანდიდატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)