|
2017-12-20 16:20:11, 1681 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნეს სახლი“ მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით 800-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის ახალ მოდელზე - „ბიზნეს სახლის" პროექტზე ისაუბრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ბიზნესის მომსახურების ერთიანი ფიზიკური და ელექტრონული სივრცის შექმნა-განვითარებას, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 800 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ, რომელთა მიწოდებას, ამ ეტაპზე, 60-მდე სტრუქტურა უზრუნველყოფს. „სახელმწიფო ტრანსფორმირდება უფრო მეტად კოორდინირებულ და კლიენტზე ორიენტირებულ ერთიან სტრუქტურად და ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და მომხმარებლის გაზრდილი ინფორმირებულობის შესაძლებლობას. მომხმარებელს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს იმ მომსახურების პროცესის პროგრესს, რომლითაც სარგებლობს. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მაღალი ხარისხის სერვისს, მნიშვნელოვნად დაიზოგება როგოც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დრო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ბიზნეს სახლი" წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, არამედ ერთიან „ფრონტ ოფისს" - ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურების, ბუნებრივი მონოპოლისტების (გაზი, წყალი, დენი, და ა.შ.), ფინანსური და იურიდიული სექტორის წარმომადგენლებისთვის და შესაბამისად, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მომსახურების მიწოდებას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
(NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)