02:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 15:50:00, 1621 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ენერგეტიკული ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ ენერგოტარიფებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნადაც არ გაზრდილა, რაც პრემიერობის კანდიდატისვე განმარტებით, ხელისუფლების ეფექტური მუშაობის შედეგია.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ უკრაინასა და სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო,  რეგიონში ეკონომიკური კრიზისი შექმნა:

„2014 წელს რაც მოხდა უკრაინაში, მე არ მგონია დედამიწის ზურგზე რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც ამის გათვლას მოახერხებდა. ჩვენმა რეგიონმა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გაიარა. ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდა ყველაზე ნაკლებად დაზიანებული სწორი ფისკალური, მონეტარული და სწორი შიდა ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. ვინაიდან მოხდა მნიშვნელოვანი დევალვაცია და ენერგეტიკის ფასწარმოქმნაში დოლარის კურსს ენიჭება ძალიან დიიდ წილი, და რამდენაც ვიცი, ისიც ახსენა ბატონა ბიძინა ივანიშვილმა, რომ გარკვეული პროგნოზები, რომელიც მას მიაწოდეს სხვადასხვა ექსპერტებმა, შეიძლება არ იყო ბოლომდე ზუსტი. 2014 წელს, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები  და სირიის კრიზისი, რომელიც ასევე არ არის შორს საქართველოდან, იყო ძალიან დიდი ტექტონიკური ფაქტორი ჩვენს რეგიონში, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. კიბატონო, ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ გაყვა მთლიანად სავალუტო კურსს და ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა ისეთ  მასშტაბებში, რიმელიც ფასების კონტროლის თვალსაზრისით არ მოუტანდა ჩვენი ქვეყნის მოსახლოებას დამანგრეველ ეფექტს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც კვირიკაშვილი და ასევე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics