02:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:42:52, 1496 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა მიმდინარე ხარჯების შემცირებით გახდა შესაძლებელი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა უკავშირდებოდა არაერთ საკმაოდ რთულ,  მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას.

კერძოდ, მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდეშემცირდა.

2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის:

·         შრომის ანაზღაურების შემცირება - 100,0 მლნ ლარი;

·         ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.

მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი  იქნება.  რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.

,,აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით  მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics