2017-12-20 12:24:29, 1996 ნახვა
სამართალი
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც იმუშავებს, სასჯელი შეუმცირდება
სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა დეპუტატებს იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც პარლამენტის წინაშე 2018 წელს გეგმავენ.
კახიშვილის თქმით, ეს არის რევოლუციური ცვლილება, როემელიც შეეხება მსჯავრდებულის სასჯელის შემცირებას იმ შემთხვევაში, თუ ის იმუშავებს:
„კერძოდ, ერთი სამუშაო დღე მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე რისკების შესაბამისად, ფაქტობრივად მსჯავრდებულს მიეცემა საშუალებჰა, იმუშაოს და ვინც იმუშავებს შესაბამისი ფორმულით დაიკლლებს საპატიმრო ვადას, რაც იქნება სტიმული, რომ უფრო მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტზე“,-განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ავტორი: ,