15:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 10:50:26, 2217 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ჩატარდება

21  დეკემბერს,  საერთაშორისო ორგანიზაციის 193 წევრი არაბი და მუსლიმი სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ჩატარდება.

Reuters–ის ცნობით, შეხვედრაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს.

ცნობისთვის, 18 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 15 წევრიდან 14-მა მხარი ტრამპის დეკლარაციის გაუქმებას დაუჭირა. უშიშროების საბჭოს წევრების პოზიციას აშშ-ის წარმომადგენელმა ვეტოთი უპასუხა.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, პრეზიდენტმა  აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

საპასუხოდ, 13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics