03:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 21:09:16, 1978 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი დიპლომატებს: საერთო ძალისხმევით შევძლებთ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მშვიდობა იყოს

საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მიმოსვლის უფლება - ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის უდიდესი გამოხატულება

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივ წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.

პრემიერ-მინისტრმა  ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის საერთო მიზანი გახლავთ ჩვენი ქვეყნების წინსვლა, რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება და ამ გზაზე არსებობს უამრავი გამოწვევა. ამ გამოწვევებში ცივილიზებული სამყარო ერთად დგას და სწორედ ამ ერთად დგომის არაერთი მაგალითი გვიხილავს ჩვენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირველ რიგში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ და გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას იცავენ, მათ შორის ამაყად მდგომ საქართველოს ჯარისკაცებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, 2018 წელს საქართველო დღესასწაულობს ძალიან მნიშვნელოვან თარიღს - პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს.

„მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - საქართველომ შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა, მაგრამ მთელი შემდგომი წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის გმირობა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. 90-იანი წლების დასაწყისში აღსრულდა ის, რაც ბევრი თაობის ოცნებას წარმოადგენდა და საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა. წელს, ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად ვიზეიმეთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან ნაყოფიერი 25-წლიანი თანამშრომლობისთვის. 2017 წელი, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იყო, როგორც წარმატებებით, ასევე გამოწვევებით აღსავსე. საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა არაერთ გამოწვევას. ასევე, იყო დიდი წარმატებები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მიმოსვლის უფლება - ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის უდიდესი გამოხატულება და, რა თქმა უნდა, ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომლითაც ევროპა მიესალმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრულ კურსს", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა  მშვიდობა და წარმატებები უსურვა საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატებსა და მათ ოჯახებს.

„მომავალი წელი, როგორც ყველა ახალი წელი, არის იმედებით აღსავსე და მინდა, ყველა თქვენს ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა და სტაბილური განვითარება. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მსოფლიოში იყოს უფრო მეტი მშვიდობა, უფრო ნაკლები ბავშვის უბედურება და უფრო ნაკლები ლტოლვილი ვნახოთ საკუთარი სახლ-კარიდან. ამიტომ, მინდა, თქვენს ოჯახებს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ტრადიციულად ყველასთვის საყვარელი, ახალი წლის დღესასწაული. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და კიდევ უფრო მეტი წარმატებები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტთან ერთად, ასევე დაათვალიერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწყობილი გამოფენა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ".

წინასაახალწლო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე სასამართლო ხელისუფლების, დედაქალაქის მთავრობის, საქართველოს ეკლესიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics