19:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 12:56:32, 1862 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

გუჯარეთის ქუჩაზე ამ დროისთვის, წყალმომარაგებისა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისთანავე, ისნის რიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის ახალი საფარის დაგებას დაიწყებს.

როგორც კახა კალაძემ სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუჯარეთის ქუჩაზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები და წყლის მილები მთლიანად იცვლება.  

„იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები აუცილებლად გამოიცვლება. მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისთვის დაახლოებით, 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება, რის შემდეგაც, უკვე ჩვენი სამსახურები შემოვლენ და ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში, ყველანაირი სამუშაო მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები წყლისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალარინების ქსელი უკვე შეცვალა. კომპანია პარალელურად,  სამუშაოებს მაგისტრალურ წყალსადენზე აწარმოებს. კერძოდ, იცვლება 600 მეტრი მაგისტრალური მილი და განშტოებები.

წყალმომარაგების ახალ ქსელზე  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები მონტაჟდება. საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

გუჯარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია 2018 წლის დასაწყისში დასრულდება.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics