|
2017-12-19 09:53:05, 2315 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ფრაქციების შექმნა დამატებით ხარჯებს არ უკავშირდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დამატებითი ფრაქციების შექმნა განსაკუთრებულ ხარჯებს არ უკავშირდება. თალაკვაძის თქმით, ფრაქციების შექმნის საკითხს გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. მანვე აღნიშნა, რომ უმრავლესობა დამატებითი ფრაქციების შექმნაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. „საგაზაფხულო სესიაზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ინტერესი არის, რომ 2018 წლიდან მეტად პროაქტიულ დღის წესრიგზე გადავიდეს. ჩვენ იანვრისა და თებერვლის პერიოდს გამოვიყენებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივები და ის თემები დავამუშავოთ, რომლითაც საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით. დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება. ფრაქციების შემთხვევაში, დაფინანსება პარლამენტარებთან არის მიბმული. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარები ფრაქციებს ქმნიან ეს დაფინანსება მათ მიჰყვება, რეალურად ორი დამატებითი ფრაქციისთვის დაფინანსების ალოკაციამოხდება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი იყო. როგორ ხდება ფრაქციების დაფინანსება, რეგლამენტში არის გაწერილი“,-აღნიშნა საპარლამენტო ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)