03:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 09:37:55, 1972 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტი ირაკლი კობახიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად,  ვარშავაში, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა.

პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობასა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

„პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით განვითარდება-როგორც კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე, ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით,  სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო დონეზე",-აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, უკვე ხვალ შეხვდეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ეს იქნება დამატებითი იმპულსი, დამატებითი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში",- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics