23:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:54:54, 2042 ნახვა

კომენტარი
კალაძემ დღეს საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებს საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უპასუხა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებს საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უპასუხა.

თბილისის მერის განცხადებით, კომპანია, რომლისგანაც მოხდა საახალწლო განათებების შესყიდვა, მილანური არ არის. კახა კალაძის თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვა ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიისგან მოხდა. 

"საახალწლო განათებებს რაც შეეხება, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობა არის  გახარებული და მოსწონს როგორც არის ჩვენი თბილისი მორთული. რაც შეეხება თვითონ კომპანიას,  შეგისწორებთ, აქაც იტყუებით, რომ მილანური კომპანიისგან მოხდა საახალწლო განათებების შესყიდვა.

თუმცა, მილანური  რომ ყოფილიყო, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბევრი ევროპული კომპანია, რომ მათი გამოცდილება იქნას გაზიარებული. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, ვისგანაც მოხდა  ამ განათებების შესყიდვა და რა თქმა უნდა ამას კანონი არ კრძალავს. მომდევნო წელს უფრო უკეთესად მოვემზადებით და უფრო ლამაზი და უფრო მომხიბვლელი იქნება ჩვენი დედაქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე დაპატიჟა.

"სხვათაშორის, დღეს საღამოს 8 საათზე გვაქვს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი იქნება და გიწვევთ, თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ იმ გალამაზებული, განათებული ნაძვის ხით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics