02:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 10:46:37, 339 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

„ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდოს დიდი საფრთხე.

„როგორც თავდაცვის მინისტრის რანგში, ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ მთავარი დიდი საფრთხე. ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი. მიზანმიმართულად მოვდივართ ორწელიწადნახევარია. გარწმუნებთ, მცდელობას არ დავაკლებთ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს საქართველოში. სხვა მხრივ, ბუნებრივია, ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განათლების პროგრამების შემოტანა იმისთვის, რომ უფრო მეტად  მომზადებული იყოს ჩვენი ჯარი და ოფიცრობა. ჩვენი პრიორიტეტი ყოველი ჯარისკაცის უფლებებისათვის ბრძოლაა, რომ ისინი ღირსეულ პირობებში იმყოფებოდნენ, როდესაც ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს“, -  განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics