|
2017-12-14 14:23:53, 2079 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტების სერია აღკვეთა
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტების სერიის აღკვეთის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ Haqqin.az იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლის მიზანი ტერაქტის განხორციელება იყო. მედიის ცნობით, ეთნიკურად სომეხმა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე რ.კ.-მ 2017 წლის სექტემბერში Martin Avagyan-ის სახელით სოციალურ ქსელ Facebook-ში გვერდი შექმნა. ამ გვერდის მეშვეობით, რ.კ. მოსახლეობას სამართალდამცველებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოუწოდებდა. სააგენტო წერს, რომ რ.კ. დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნას ცდილობდა, როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ეთნიკურად სომხების მონაწილეობით. „აღნიშნული პიროვნება, რჩევებით, მითითებებით და ფინანსური საშუალებებით, შუამავლების მეშვეობით სომხეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ მოქმედებებს ამზადებდა“, – აღნიშნულია სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, ამერიკის მოქალაქე ძებნაშია გამოცხადებული და მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)