|
2015-01-16 14:46:35, 2024 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელობას და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს. შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს, კერძოდ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფართოებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებაზე. გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა რომ რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა. როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი დაინტერესებულია კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან. "ევროკავშირი დაინტერესებულია კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან და მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ასოცირების ხელშეკრულება არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ახლა საქმე ეხება იმპლემენტაციას; მაგრამ ასევე ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს და შეასრულებს უფრო გამორჩეულ როლს, როგორც დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის პარტნიორებისათვის. საქართველოს შეუძლია იყოს არბიტრი ორ მხარეს, ორ რეგიონს შორის და ეს შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო როლი საქართველოსათვის მომავალში“, - განაცხადა ევროკომისარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)