11:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:51:20, 1844 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება

 „მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.

„მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის  ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, სანამ ახალი ავტობუსების შემოყვანა და არსებული პარკის განახლება მოხდება, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახდეს. 

„ახალი, N54 მარშრუტი ემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს, საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება N82 ავტობუსის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, N64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics