06:25 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:00:15, 1652 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი სტრუქტურულ ცვლილებებზე: ფოკუსი იმაზე, რომ დავზოგავთ რაღაც თანხებს, მნიშვნელოვანი არ არის

„ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ცვლილებების შედეგად მოხდეს ბიუროკრატიის შემცირება და ეფექტური მმართველობითი რეფორმის გატარება.

მისივე თქმით, მთავრობას სამინისტროების გაერთიანების კუთხით რეორგანიზაციის გეგმა უკვე აქვს და მას რამდენიმე კვირაში განიხილავენ.

"სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მმართველობითი რეფორმის სწორად ჩატარება, მმართველობის გაუმჯობესება, ბიუროკრატიის მოხსნა, მათ შორის უკეთესი კოორდინაცია უწყებებს შორის. რეორგანიზაციის გეგმა ფაქტიურად ჩვენ უკვე გვაქვს სამინისტროების გაერთიანების კუთხით, ამას რამდენიმე კვირაში განვიხილავთ და სამინისტროების გაერთიანების პროცესი წარიმართება ეფექტიანად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორივე მიმართულება, გარემოს დაცვითი და სოფლის განვითარების, გაძლიერდეს გაერთიანებული სტრუქტურის ფარგლებში. რაც შეეხება სრულ რეორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს სამი თვე, რაც გულისხმობს მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურების გაცნობას, ოპტიმიზაციას და ა.შ. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მმართველობით ოპტიმიზაციას და ამავე დროს მოიაზრება ეკონომია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics